სერვისები მონიტორები GEO ENG

მიმდინარე ტემპერატურა თბილისში: °C

სარეკლამო კომპანია "მისტერ ედმენი" გთავაზობთ სრულიად ახალი სახის მომსახურებას: სარეკლამო რგოლების განთავსებას დიდფორმატიან (7,68 X 5,12; 6,4 X 5,12 და 6,4 X 4,48 მ2) ელექტრონულ მონიტორებზე. კომპანიის საკუთრებაში ამჟამად 5 მონიტორია.

კომპანის ხუთივე მონიტორი მდებარეობს განსაკუთრებით ეფექტურ ადგილებში. სამი მონიტორი განთავსებულია თბილისში თავისუფლების, რესპუბლიკისა და ავლაბრის მოედნებზე, ხოლო დანარჩენი ორი - ბათუმსა და გორში. სარეკლამო მედიის ეს ახალი სახე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ მოწინავე ქვეყანაში და გარე რეკლამის ყველაზე ეფექტურ სახედ ითვლება.

გრანდიოზული ელექტრონული მონიტორები დიდი ხანია აღიარებულია ერთ-ერთ ეფექტურ გარე რეკლამის საშუალებად. მოციმციმე და მრავალფეროვანი გამოსახულებები თავისდაუნებურად გაიძულებს მოატრიალო თავი და თვალმოუწყვეტლივ ადევნო სწრაფად ცვალებად სიუჟეტებს. ტექსტური ინფორმაცია, მულტიპლიკაცია, კომპიუტერული გრაფიკა და ბოლოს, ვიდეო რგოლები, რომლებიც აისახება გიგანტურ ეკრანებზე, იმდენად შთამბეჭდავია, რომ დიდი ხნით რჩება მეხსიერებაში. დიდმა ვიდეო-მონიტორებმა შეითავსა ყოველივე საუკეთესო, რომელსაც მოიცავს ელექტრონული დინამიკური რეკლამა და გარე რეკლამა.

ეკრანების ზოგადი მახასიათებლები:

საავტორო უფლება 2006. საავტორო უფლებები დაცულია. მისტერ ედმენი
დაგვიკავშირდით: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი